რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გრიგოლ ვაშაძეს არანაირი შანსი არ აქვს, რომ საქართველოს პრეზიდენტი გახდეს.
როგორც გოგა ხაინდრავამ აღნიშნა, ერთადერთი ქვეყანა, რომელიც დაინტერესებულია არეულობით საქართველოსა და უკრაინაში, არის რუსეთი და ჰყავს კიდეც ამისთვის გრიგოლ ვაშაძე მიხეილ სააკაშვილი.
„კაგებე-ს მაიორ გრიგოლ ვაშაძეს არანაირი შანსი არ აქვს, რომ საქართველოს პრეზიდენტი გახდეს და ეს თავადაც კარგად იცის და იმ ადამიანებმაც ვინც ცდილობენ, ამის განხორციელებას, ეს არ გამოვა. ერთადერთი ბაკქანალია რისი მოწმეც ყველანი ვართ, არის შიდა აშლილობა საქართველოში, რაც პირდაპირ ემსახურება კრემლის ინტერესებს. ერთადერთი ქვეყანა, რომელიც დაინტერესებულია არეულობით საქართველოსა და უკრაინაში, არის რუსეთი. ორივე შემთხვევაში ეს სააკაშვილის ხელით კეთდება. იქ ყავს თავისი მხარდამჭერები, ვინც ამას აკეთებენ რუსული ფულით, აქ ყავს ვაშაძე, ვინც ამას აკეთებს. რუსული ფულით რომ იკვებება სააკაშვილი, ეს უნდა იცოდეთ. პირდაპირ იყო ინფორმაცია, რომ რუსული ფული აფინანსებს მას. რისი კონსულტანტი შეიძლება იყოს სააკაშვილი, მისი კონსულტაცია ის ბოდვაა, რასაც ვისმენთ. ეს შხამი , ეს უმსგავსობა, ეს უზნეობა ფარული ჩანაწერების, მიყურადების, ორმოების გათხრის, ადამიანების გასვრის ყოველდღიურად მოედინება”- განაცხადა გოგა ხაინდრავამ.
რაც შეეხება „ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატ დავით ბაქრაძეს, გოგა ხაინდრავა აცხადებს, რომ ბაქრაძეს არავინ აირჩევს.
“ბაქრაძეს სახლმმართველადაც კი არავინ აირჩევს, არათუ პრეზიდენტად” – განაცხადა ხაინდარავმ.