ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქიბულია ახალ ჩანაწერებს ეხმაურება, სადაც მირზა სუბელიანისა და დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის საუბარია ასახული.
გიორგი ქობულია ამბობს, რომ მსგავს ინფორმაციაზე საზოგადოება იმიტომ რეაგირებს, რომ ხალხს უჭირს.
მისი თქმით, ქვეყანაში რეალური პოლიტიკური კრიზისი არ არსებობს.
„ეს ჩვენი პოლიტიკური კრიზისები, რაც არის, არ არის რეალურად კრიზისი.
ეს არის ყველაფერი ამოწოვილია და ეს არამარტო იმისთვის კეთდება, რომ არჩევნებია. ამის ძირითადი საფუძვლები ფუნდამენტური პრობლემა, არის ჩვენი ხალხის გასაჭირი. ამიტომ, როცა ხალხს უჭირს, რა თქმა უნდა, უკმაყოფილებაა. ეს უკმაყოფილება სხვადასხვა ფორმით გამოიხატება. ასეთი ტიპის ვითომ კრიზისები რომ გავასწოროთ, ამის ერთადერთი გზა არის ეკონომიკის გაძლიერება და ხალხის კეთილდღეობის ამაღლება.
აბა გადახედეთ ესეთი რაღაცეები ხდება ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ჰოლანდია, საფრანგეთი, ავსტრია, შვეიცარია – არა, იმიტომ რომ ხალხს არ უჭირს და ასეთ რაღაცეებს არ გამოეკიდება“ – ამბობს გიორგი ქობულია.