ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“სისტემა დალპა, “ოცნება” დაახლოებით იგივე მდგომარეობაშია, როგორშიც სააკაშვილის ხელისუფლება იყო 2012-ში”

სისტემა არის კოროზირებული. ეს ნანახი გვაქვს უკვე. დღეს “ქართული ოცნება” დაახლოებით იგივე მდგომარეობაში, როგორშიც სააკაშვილის ხელისუფლება იყო 2012-ში. ის კიდევ მობილიზებული და ორგანიზებული ხელისუფლება იყო, ესენი აბსოლუტურად დაშლილები არიან. ინერციით გამოდიან და რაღაცებს ლაპარაკობენ, -ა მის შესახებ “მეტრონომს” პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განუცხადა.

ხუხაშვილის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობა” და “ქართული ოცნება” ერთმანეთს კვებავენ.

“სისტემა დალპა. ეს სისტემა სააკაშვილის მოგონილია, რომელსაც ისინი ეფუძნებიან. ორად არიან ახლა გაყოფილნი ერთი მამის შვილები და ერთმანეთისკენ იშვერენ ხელს. სინამდვილეში, ბუნებით, არაფრით განსხვავდებიან ერთმანეთისგან. მორალური უპირატესობა დაკარგა ტყუპისცალმა. ერთნაირი მეთოდებები, ერთნაირი სისტემური ხარვეზები. ეს არის ერთგვარი სიმბიოზი, რომელთაც ერთმანეთი ეზიზღებათ, მაგრამ ერთმანეთს კვებავენ”, – განაცხადა ხუხაშვილმა.

იტვირთბა....