ახალი ამბები მთავარი სამართალი

“გახარიას გადავეცი ის, რაც მირზა სუბელიანმა მთხოვა”

„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ მასსა და მირზა სუბელიანს შორის შემდგარი საუბრის შინაარსი შს მინისტრ გიორგი გახარიას გადასცა.

„სუბელიანი მთხოვდა, რომ მას ჰქონდა ამ ქვეყნის წინაშე დამსახურება და რომ მას ისეთი დანაშაული არ მიუძღვის, რომ მჯდარიყო საბრალდებო სკამზე. მე მომიწია ბატონ გიორგი გახარიასთან შეხვედრა და გადავეცი ის სათქმელი, რაც მირზამ მთხოვა. მირზას ვეუბნებოდი თუ რატომ ნერვიულობდა, რადგან დანაშაულის დაფარვა მაქსიმუმ 2-წლიან სასჯელს ითვალისწინებს. გახარიამ მითხრა, რომ არსებობს კანონი და სასამართლო, რასაც სასამართლო გადაწყვეტს ისე იქნებაო“, – განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, ციხიდან ფარული აუდიოჩანაწერი გამოქვეყნდა, სადაც ხორავას ქუჩის საქმეზე დაკავებული მირზა სუბელიანი ფიგურირებს. ჩანაწერის მიხედვით, სავარაუდოდ, მისი ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან კონტაქტი ვლინდება. დღეს კი მირზა სუბელოანის ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სუბელიანმა ციხეში თვითმკვლელობა სცადა.

იტვირთბა....