პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებული ფარულ აუდიოჩანაწერის მიხედვით, მირზა სუბელიანი ვანო მერაბიშვილზეც საუბრობს:
“ვიტყვი, რომ მაქვს ვანოზე ჩანაწერები, ვიბაზრებ, რომ ყველა გახმაურებული საქმეები, ოცნებამ რო ქულა დაიწერა: თეთრაძე, ნავთლუღი, ქურდები, – ტყუილით აგაყირავებთ. მკიდია რა. იმასაც ვიტყვი, რომ დაზღვეული მაქვს საზღვარგარეთ. ყველაფერზე წამსვლელი ვარ. რომ დავანგრევ საქმეებს, მერე ნახონ. ბიჭო, კუთხეში მიმწყვედეულ კაცს ვერაფერს ვერ მომთხოვენ. ვერც ღირსებას, ვერც ნამუსს და რაც აქამდე მომიტანია, იმაზეც მადლობა თქვან“, – ამბობს ჩანაწერში მირზა სუბელიანი.
„ვ.ჯ. – ეგრე არ გამოვა, რა ტყუილი რატომ უნდა თქვა?! სვანები ვართ და ტყუილის ლაპარაკი არ გეკადრება.
მ.ს. – სხვა გზა დამიტოვეს? გამომკეტეს აქ და პირობა არ შეასრულეს და დედა… სასამართლოს ველოდებით და რა განაჩენს გამოიტანს, აგერ ნახავ. ბოლომდე უნდათ ჩამძირონ.
ვ.ჯ. – კაი, გაჩერდი ბიჭო, არ არის მასე ცხელ გულზე ხარ, დამშვიდდი დაიოკე ნერვები.
მ.ს. – ბიჭო, გამკეთებელი რომ არ ვარ, შენც ხომ კარგად იცი, პროსტა ძალიან გამამწარეს, მეც ადამიანი ვარ. დამენგრა ოჯახი. დედა მომე… პროსტა, შინაურულად გეუბნები, გაბრაზებულზე ვამბობ, თორემ ამას რომ არ ვიზამ, შენც კარგად იცი. აქ რომ კაცი ჩაჯდება, იმას რა ჭკუა უნდა მოთხოვო. შევიშალე, ძმაო, მარტო ვზივარ სამარტოო საკანში, აღარ შემიძლია, გონკები მაქვს. მაგრა დავიღალე ბო… ვიყო. მივდივარ სადღაც სიღრმეებში და გონკებში. ძმაკაცურად გეუბნები ამას, თორემ, რომ არ გავაკეთებ, იცი შენც.
ვ.ჯ. დამშვიდდი, ვიცი, რომ ამის გამკეთებელი არ ხარ. ხომ გესმის, შენი მოსახდელია და რასაც მოგისჯიან, უნდა მოიხადო, არ გამოვა სხვანაირად“.
შეგახსენებთ, პროკურატურის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერამდე, ციხიდან ფარული აუდიოჩანაწერი გამოქვეყნდა, სადაც ხორავას ქუჩის საქმეზე დაკავებული მირზა სუბელიანი ფიგურირებს. ჩანაწერის მიხედვით, სავარაუდოდ, მისი ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან კონტაქტი ვლინდება. დღეს კი მირზა სუბელოანის ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სუბელიანმა ციხეში თვითმკვლელობა სცადა.