აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მიშას თოჯინა” – ბესელიამ სამადაშვილი დარბაზიდან გააძევა

იურიდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, სალომე სამადაშვილს კომიტეტის სხდომა დაატოვებინა.

დეპუტატებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც სალომე სამადაშვილმა მირზა სუბელიანთან დაკავშირებულ ჩანაწერებზე „ქართული ოცნება“ გააკრიტიკა. ბესელიამ სამადაშვილს “მიშას თოჯინა” უწოდა.

“თქვენი დრო დასრულდა. ვერ გიშველით სპექტაკლი ან მიბრძანდით, ან გაჩუმდით“, – მიმართა ბესელიამ სამადაშვილს.

ბესელიამ კომიტეტის სხდომაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მირზა სუბელიანთან დაკავშირებით ჩანაწერებზე პარლამენტში მოსმენა გაიმართება.

 

შეგახსენებთ, ციხიდან ფარული აუდიოჩანაწერი გამოქვეყნდა, სადაც ხორავას ქუჩის საქმეზე დაკავებული მირზა სუბელიანი ფიგურირებს. ჩანაწერის მიხედვით, სავარაუდოდ, მისი ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან კონტაქტი ვლინდება. დღეს კი მირზა სუბელოანის ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სუბელიანმა ციხეში თვითმკვლელობა სცადა.

 

იტვირთბა....