აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“სუბელიანს თავი მაშინ უნდა მოეკლა, როცა მისი შვილის გამო ჩემი შვილი და ლევან დადუნაშილი მოკლეს”

პროკურატურის მიერ გავრცელებულ დღევანდელ ჩანაწერში, მირზა სუბელიანი აბობს რომ ზაზა სარალიძემ ფული აიღო ნაკაიძისგან , უდესიანისგან და კეზერაშვილისგან.

ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად “მეტრონომი” ზაზა სარალიძეს დაუკავშირდა.

როგორც, სარალიძემ “მეტრონომთან” საუბრისას აღნიშნა, ამ ჩანაწერებს ყურადღებას არ აქცევს, რადგან ყელაფერი ტყუილია.

“სუბელიანის ახალ ჩანაწერებზე რა ვთქვა აღარ ვიცი. ფული თუ მაქვს აღებული სად წავიღე? როდესაც “რუსთავი2″- ზე გამოვიდა პირველად ჩანაწერები, პროკურატურამ განმარტება გააკეთა, რომ 12 ოქტომბერს დაიწყო გამოძიება.  დღეს კი 16 ოქტომბერს გამოდის ახალი კადრები, რომელშიც ნახსენები ვარ მე, რომ თითქოს თანხები მაქვს აღებული კეზერაშვილისგან ნაკაიძისგან და უდესიანისგან. პარალელურად ვრცელლდება ინფორმაცია, რომ სუბელიანმა თავის მოკვლა სცადა და თან პროკურორები შედიან მასთნ დაკითხვაზე. ჯერ დაკითხეს ვიქტორ ჯაფარიძე და მთავარი მოქმედი პირი არა და დღეს კითხავენ სუბელიან. ესიგი უკვე ფალსიფიცირებულია ყველაგერი. გუშინ როდესაც ჯაფარიძე დაკითხეს, ეკა ბესელია ჩუმად იმყოფებოდა პროკურატურაში და განმარტება გააკეთა, რომ რაღაც საკითხებზე იყი თადუმაძესთნ მისული. ეს იყო გუშინ გამზადებული ჩანაწერეი რომლითაც ცდილობს ხელისუფლება თავი გამოიძრინოს შემნილი სიტუაციიდან.

მე პირადად ნაკაიძეს არ ვიცნობ. ეს ჩანაწერები ემსახურებ იმის, რომ ხალხმა ტალახი მესროლოს. ეს არავის გამოუვიდა, რომ ლაფში ამომსვარონ და არც არასდროს გამოუვათ. სიმართლე გითხრათ არანაირი ყურადღება არ მიმიქცევია ამ ჩანაწერისთვის, იქ არ მაქვს აღებული, ისიც იციან რა ცხოვრებით ვცხოვრობ და რა ვალებში ვარ” – განაცხადა ზაზა სარალიძემ “მეტრონომთან” საუბრისას.

სარალიძემ ჩვენთან საუბრისას მისი სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.

ჩვეულებრივად ვაგრძელებ აქციას და მოვითხოვ, რომ მკვლელები უნდა იყვნენ დასჯილები. მირზა სუბელიანი უმკაცრესად უნდა იყოს დასჯილი. მისი თვითმკვლელობის მცდელობის ამბავი სპეციალურად ათქმევინეს  ადვოკატს. თავის  მოკვლა თუ უნდოდა სუბელიან მაშინ უნდა მოეკლა როცა გაიგო, რომ მისი შვილის გამო გარდაიცვალა ჩემი შვილი და ლევნ დადუნაშვილი. დღეს მას თავი აღარ აქვს მოსაკლავი. მას იმის ვაჟკაცობა უნდა ეყოს რომ ადგეს და აღიაროს მისი დანაშაული და როგორ გაანადგურა ამ საქმის ყველა მტკიცებულება.  მისი სუიციდის მცდელობის ამბავი ხელისუფლების ნარატივია, რომ ის შევიცოდით. მაინც ვერაფერს მიაღწევენ და მანამ ვიდგები აქ სანამ ჭეშმარიტება არ დადგინდება და ყველა დამნაშავე არ იქნება დასჯილი” – განაცხადა “მეტრონომთან” საუბრისას ზაზა სარალიძემ.

 

იტვირთბა....