ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

“ბჟუტური არ მუშაობს”: ლაშა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ გავრცელებული სენსაცია ნესტიანი ასანთის ღერივით, აალების გარეშე გაიხრჩოლებს

ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ზე გასულ ფარულ აუდიოჩანაწერს გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი “ფეისბუქის” გვერდზე ეხმაურება:

“2012 წლის სექტემბერში გამოქვეყნებულმა ციხის კადრებმა უტყუარად დაადასტურეს ის, რაც მანამდეც ზედმიწევნით კარგად ვიცოდით – პატიმართა მასობრივი წამება რეჟიმის ბანალური ყოველდღიურობა იყო, ამიტომ ააფეთქა იმ კადრებმა ქვეყანა. ნესტიანი ასანთის ღერივით, აალების გარეშე გაიხრჩოლებს დღევანდელი “სენსაცია”, რადგან უკლებლივ ყველამ ვიცით, რამდენად აცდენილია რეალობას დღეს გამოქვეყნებული ბჟუტური. “ადიბასი” არ მუშაობს!”, – წერს ნაცვლიშვილი.

შეგახსენებთ, “რუსთავი 2”-ზე გუშინ ფარული აუდიოჩანაწერი გავრცელდა, რომელშიც ამჟამად, ხორავას ქუჩის სკანდალურ საქმეზე პატიმრობაში მყოფი, მირზა სუბელიანი მონაწილეობს (ჩანაწერის ავთენტურობა ჯერჯერობით დადგენილი არ არის). საუბრის შინაარსის მიხედვით, მირზა სუბელიანს დაკავებამდე ჰქონდა კომუნიკაცია ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

იტვირთბა....