ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სოციალური ქსელი

“ოცნებას” ერთი რამ ქონდა სათქმელი და ახლა ირკვევა, რომ ყველა ჩვენება წამებით მიუღიათ

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში “რუსთავი 2-ის” მიერ გავრცელებულ ჩანაწერს ეხმაურება.

“ოცნებას” აქამდე ერთი რამე ქონდა სათქმელი, “ნაცებისგან” განსხვავებით, ჩვენ ხალხს მაინც არ ვაწამებთო და ახლა ირკვევა, რომ ყველა ჩვენება წამებით და ცემით მიუღიათ.

რავა ყველა ერთ მძღნერში ყოფს ფეხს.

ციხეში საუბარი ვინ ჩაწერა, კიდევ ცალკე თემაა”, – წერს მეტრეველი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გავრცელებული ფარული აუდიოჩანაწერით, პირი, რომელიც სავარაუდოდ, მირზა სუბელიანია, აცხადებს, რომ ძალიან დიდი არქივი აქვს და რომ მოუნდეს, ორ ჩანაწერით დაამთავრებს ამ მთავრობას.

აუდიოჩანაწერზე, რომელშიც სავარაუდოდ ფიგურირებს მირზა სუბელიანი, საგამოძიებო მოქმედებები პროკურატურამ მიმდინარე წლის 12 ოქტომბერს დაიწყო, – ამის შესახებ მთავარ პროკურატურაში განაცხადეს.

„გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის, იძულების, პატიმრობაში მყოფი პირის კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, უკანონოდ შენახვისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შესაძლო ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, 157’-ე მუხლის პირველი, 158-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებითა და 333- ე მუხლის პირველი ნაწილით.

გამოძიებას აწარმოებს საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი. გამოძიებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია ხვალ ეცნობება საზოგადოებას“,- აცხადებენ მთავარ პროკურატურაში.

იტვირთბა....