საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვანო ზარდიაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი ძმა მერიაში არ მუშაობს და ამერიკაშია.
“ბოლოს და ბოლოს საზღვარი ხომ აქვს ყველაფერს?!
თიკამ 8 წლის განმავლობაში რიგითი სპეციალისტობიდან ყველა საფეხური გაიარა საბჭოში და 2015-ში დაინიშნა დეპარტამენტის უფროსად, როდესაც მე წარმოდგენაც არ მქონდა, რომ პოლიტიკაში მოვხვდებოდი.
ჩემი ძმა მერიაში არ მუშაობს, ამერიკაშია.
იმედია ამაზე კიდევ აღარ მომიწევს განმარტებები. უმარტივესად შესამოწმებელ ფაქტებზეა აქ საუბარი!”, – წერს ზარდიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰაბ ჯორჯიას“ დამფუძნებლის ვასილ ურუშაძის ინფორმაციით, ზარდიაშვილის ძმა არის მრჩეველი თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დირექტორის და ამაში იღებს 3000 ლარს და არც ერთხელ არ მისულა სამსახურში.