არჩევნები ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სააკაშვილმა ბოდიშის მოხდის შემდეგ ბერძენიშვილს გრიგოლ ვაშაძის მრჩეველობა შესთავაზა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ლევან ბერძენიშვილს მრჩეველობას სთავაზობს. მისი თქმით, კარგი იქნებოდა, რომ „ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს ყოფილი კოალიცია „ქართული ოცნების“ „რესპუბლიკელი“ წევრის და სააკაშვილის ხელისუფლებასთან დაპირისპირებული ლევან ბერძენიშვილისთვის მრჩეველობა შეეთავაზებინა.

„მე გამიხარდებოდა, რომ განათლების საკითხებში გია ვაშაძემ ლევან ბერძენიშვილს სთხოვოს მრჩევლობა და ამ მიმართულების წაყვანა“,  – წერს სააკაშვილი „ფეისბუქზე“, და ლევან ბერძენიშვილის განცხადებას აზიარებს.

შეგახსენებთ, ლევან ბერძენიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ სააკაშვილი მასთან მივიდა და ბოდიში მოუხადა.„ვზივარ ჩემთვის ფრანქფურტში, მოვიდა სააკაშვილი, საჯაროდ მომიბოდიშა, საქართველოსთვის თავდადებული მებრძოლი მიწოდა და წავიდა. აღარ ვარ რუსეთის საელჩოსთან „შნურით“ მიბმული“. – დაწერა ბერძენიშვილმა სოციალურ ქსელში.

იტვირთბა....