aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

”ჩართულობისა და განვითარების ცენტრი”: ვიტალი საფაროვის მკვლელობა იყო ჯგუფური და გამოწვეული სიძულვილით

aviabiletebi
ავიაბილეთები

”ჩართულობისა და განვითარების ცენტრში” აცხადებენ, რომ ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე დაწყებული გამოძიება არასწორი კვალიფიკაციით მიმდინარეობს. მათი მტკიცებით, ჩადენილი დანაშაული იყო ჯგუფური და მოტივირებული იყო სიძულვილით.

ამ საქმესთან დაკავშირებით მათ დღეს სპეციალური პრესკონფერენცია გამართეს:

მოწმეების ჩვენებები და იმ ადამიანების ჩვენებები, რომლებიც ჩვენ პარალელურ რეჟიმში გამოვკითხეთ შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ ჩადენილი დანაშაული იყო ჯგუფური და მოტივირებული იყო სიძულვილით, ამიტომ ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას შესაბამის ორგანოებს რომ მოხდეს ამ საქმის გადაკვალიფიცირება, რაც იქნება ადექვატური პასუხი ჩადენილი დანაშაულის საპასუხოდ“-აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია ”ჩართულობისა და განვითარების ცენტრის” თავმჯდომარე აგიტ მირზოევი.

უფლებადამცველი, ვიტალი საფაროვი  30 სექტემბერს მოკლეს. იგი “ჩართულობისა და განვითარების ცენტრში” მუშაობდა. მკვლელობის ბრალდებით ორი პირია დაკავებული.

იტვირთბა....