aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სიღნაღის მერია ისტორიული გალავნის დამახინჯებისთვის 12 000 ლარით დაჯარიმდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია, ქალაქის ისტორიულ გალავანზე უნებართვოდ ჩატარებული სამუშაოების გამო, 12 ათასი ლარით დაჯარიმდა. როგორც „რეგინფოს“ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, იგივე ოდენობის ჯარიმის გადახდა სამშენებლო კომპანიასაც დაეკისრება.

როგორც ირკვევა, კედელი შელესილია და შესხურებული აქვს შეფერილი ცემენტის ხსნარი. ამ დროისთვის ისტორიულ გალავანზე სამუშაოები შეჩერებულია.

სიღნაღის მერის მოადგილე მადონა ბატიაშვილი “მეტრონომთან” საუბრისას სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოებზე განმარტებას აკეთებს და აცხადებს, რომ ისტორიული გალავანი არ შეულესიათ, არამედ შეღებეს.

“ეგ გალავანი იყო შელესილი, არაფერი ახალი არ გაკეთებულა. გალავანი შელესილი იყო და ხელი არავის მოუკიდია. ჩამოყრილი რაც იყო ნალესი, უბრალოდ, შეკეთდა. ეს 60-იან წლებშია შელესილი და ესე გაკეთებული, ქვის ფერზე იყო მაშინ. უბრალოდ, პარკის რეაბილიტაცია მიდის, რომელზეც ისტორიული გალავანია მიბმული და რასაც ახლა ფოტოებზე უყურებთ, ეგ მასე იყო შელესილი, სადაც ბათქაშები იყო ჩამოყრილი, ხელოსნებმა ის ბათქაშები შეასწორეს. ადრე ნაცრისფრად იყო შეღებილი, ახლა გადაღებეს თეთრად.

ჩვენთვისაც მიუღებელია ეს ფერი. პარკის ნაწილი იღებება მაგ ფერში და ჩათვალეს, რომ ეს ნაწილიც ასე შეეღებათ. თუმცა, ეს ასე არ დარჩება და გადავღებავთ. პარკის ტერიტორიაზე გალესილი რაც იყო ისიც ჩამოვყარეთ და ქვები გამოვაჩინეთ, რომ გალავნის არქიტექტურა ლამაზად ჩამჯდარიყო და მანდ გალავანს შევღებავდით?! პროექტია უბრალოდ, პარკის რეაბილიტაცია მიდის, ის ადამიანი მიყვა, უბრალოდ, და ეგ ფერი დასვა. ჩვენმა არქიტექტორმა ნახა ეს და ყველაფერი შეიცვლება”, – განაცხადა მერის მოადგილემ.

სიღნაღის ისტორიული გალავნის ნაწილის ფოტოები დღეს გავრცელდა სოციალურ ქსელში მოქალაქე მარიამ ყიასაშვილის მიერ.

იტვირთბა....