არჩევნები ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“თქვენ არჩევანი უნდა გააკეთოთ ორ მოცემულობას შორის – დესტაბილიზაცია თუ სტაბილურობა”

უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი მარნეულში სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერ შეხვედრაზე ამომრჩეველთან განცხადება გააკეთა. მისი თქმით, უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა იცის როგორ შეინარჩუნოს და როგორ გააერთიანოს ის ადამიანები, რომლებიც დღეს გარკვეული პოლიტიკური ნიშნით არიან ერთმანეთთან დაპირისპირებულები.

“სალომე ზურაბიშვილს შეუძლია, იცის თუ როგორ შეინარჩუნოს და როგორ გააერთიანოს ის ადამიანები, რომლებიც დღეს გარკვეული პოლიტიკური ნიშნით არიან ერთმანეთთან დაპირისპირებულები. ამიტომ, თქვენ არჩევანი უნდა გააკეთოთ ორ მოცემულობას შორის – დესტაბილიზაცია თუ სტაბილურობა. ჩვენი შვილების მომავალი თუ ჩვენი შვილების ცხოვრება არეულ ქვეყანაში. ჩვენ უნდა გავაკეთოთ არჩევანი იმ ორ ძალას შორის, რომელიც დღეს საქართველოში ერთმანეთს უპირისპირდება მთავარი პრინციპის გამო – ეს არის ადამიანის უფლებები. მე, დარწმუნებული ვარ, რომ მარნეულის რაიონის, ისევე, როგორც მთელი რეგიონის მოსახლეობა, ძალიან სიღრმისეულად გაანალიზებს შექმნილ ვითარებას არამარტო საქართველოში, არამედ საერთოდ რეგიონში და მსოფლიოში და მიხვდება, თუ ვის უნდა დაუჭიროს მხარი.  ერთად საქართველოსთვის -ავირჩიოთ სალომე ზურაბიშვილი”. – განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება.

 

იტვირთბა....