ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

სარალიძისა და მაჩალიკაშვილის აქციაზე ხმაური იყო

ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის აქციაზე კარვის გაშლის თაობაზე ხმაური იყო.  პოლიციამ მათ კარვის გაშლის უფლება კვლავ არ მისცა.

ზაზა სარალიძის განცხადებით, მათ სურდათ  კარვის მსგავსი მოწყობილობის დადგმა, თუმცა პოლიციამ ამის საშუალება არ მისცათ:

“დღეს აწყობას აზრი აღარ აქვს, სხვა დროს, ვნახოთ. ამას კარავს ვერ დავარქმევ, იქიდან გამომდინარე, რომ კარავი სულ სხვა სტილის არის, ეს იქნებოდა ზუსტად ისეთივე კონსტრუქცია, რომელშიც ქარი და სიცივე არ შედის, წინა მხრიდანაც ხილული იქნებოდა, რაზეც მანამდე პოლიციელებმა განმარტება მოგვცეს, რომ კარავს იქიდან გამომდინარე ვერ გაგვაშლევინებდნენ, რომ მათთვის უკონტროლო ხდებოდა პროცესები, ამიტომ სპეციალურად შევარჩიეთ კონსტრუქცია, რომელიც მათთვის ხილული და წინა მხრიდან ღია იქნებოდა, მაგრამ დღეს თავიანთ მოთხოვნასაც გადააბიჯეს”,- განაცხადა სარალიძემ.

ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი რამდენიმე დღეა პარლამენტის შენობის წინ აპროტესტებენ უსამართლობას და ითხოვენ მათი შვილების მკვლელების დასჯას. მათსა და პოლიციელებს შორის რამდენჯერმე მოხდა შეხლა-შემოხლა.

იტვირთბა....