არჩევნები ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“არ ვაპირებ ბანკში პროცენტის გადახდას, რადგან არჩევნებზე 70% ავიღებ”

პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ბანკი „ქართუდან“ სესხის აღების საკითხზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არ აპირებს პროცენტის გადახდას.

„არ ვაპირებ პროცენტის გადახდას, რადგან არჩევნებზე 10 პროცენტს კი არა, 70 პროცენტს ავიღებ. დამოუკიდებელი ვარ, ბანკი „ქართუ“ დამოუკიდებელია და სესხი ჩემით ავიღე. ამ სესხის პროცენტებსაც არ გადავიხდი, რადგან მივიღებ ბევრად მეტს, ვიდრე ის 10 პროცენტი“,-აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული დეკლარაციის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილმა ბანკ „ქართუდან“ მილიონი ლარის ოდენობის კრედიტი აიღო.

შეგახსენებთ, რომ „საარჩევნო კოდექსის“ მიხედვით, კანდიდატს, რომელიც არჩევნებში ხმათა 10%-ზე მეტს დააგროვებს, კამპანიაზე გაწეული ხარჯების დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან 1 მილიონი ლარის მოთხოვნის უფლება აქვს

იტვირთბა....