ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

გიორგი ვაშაძე – ჯაფარიძისთვის “მოსაწევის” მოცემა არასდროს მითხოვია, არ მგონი გრიგოლ ვაშაძეს ეთხოვოს

გაერთიანებული ოპოზიციის “ძალა ერთობაშიას” საპრეზიდენტო კანდიდატის კამპანიის უფროსი გიორგი ვაშაძე “მეტრონომთან” საუბრისას აცხადებს, რომ მას არასდროს უთხოვია ზურაბ ჯაფარიძისთვის “მოსაწევი”.

“მე ამის შესახებ არაფერი ვიცი. ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ ზურაბ ჯაფარიძისთვის მაგ თხოვნით ნამდვილად არ მიმიმართავს. შეგიძლიათ, კითხოთ და დაგიდასტურებთ, რომ არასდროს მაგ თხოვნით არ მიმიმართავს. გრიგოლ ვაშაძის კამპანიას მე ვხელმძღვანელობ და ყველა საკითხს, რასაც ვსვამთ, კარგად გათვლილი და სწორი სტრატეგია გვაქვს, რომელიც ჩვენი პოზიციებიდან გამომდინარეობს. არა მგონია, რომ ან გრიგოლ ვაშაძეს ეთხოვოს ჯაფარიძისთვის კანაფი”, – განაცხადა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ “გირჩის” საპრეზიდენტო კანდიდატის განცხადებით, მას ინტენსიურად  თხოვდნენ “ნაც. მოძრაობის” წევრები მოსაწევს.

იტვირთბა....