ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ხუხაშვილი – ტერმინებით “ფაშიზმი” და “ჰოლოკოსტი”, თავის ბებიებსა და ბაბუებს შეურაცხყოფენ

ერთია ვის მიმართ გამოიყენებ ამ ტერმინს და მეორეა თითონ ტერმინი. რა თქმა უნდა, ტერმინი არის ძალიან მძიმე. ისევე, როგორც წოდება მოღალატე არის ძალიან მძიმე. ჩვენთან, პოლიტიკურ დეგრადაციას რომ თავი დავანებოთ, მოხდა თუნდაც ტერმინოლოგიის დეგრადაცია, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა “მეტრონომთან” საუბრისას განაცხადა.

“ადამიანებს, რომლებიც უმძიმეს ტერმინოლოგიებს ატრიალებენ, წარმოდგენა არ აქვთ რას ნიშნავს ეს და ვის აყენებენ ამით შეურაცხყოფას. ელემენტარულად, ტერმინებით “ფაშიზმი” და “ჰოლოკოსტი” თავის ბაბუებსა და ბებიებს, თავის წინაპრებს აყენებენ შეურაცხყოფას, როდესაც ფაქტობრივად, სწორ ადგილზე ასეთი მძიმე ტერმინოლოგიით საუბრობენ.

რაც შეეხება სოფო კილაძის განცხადებას, თავი რომ გავანებოთ ტერმინის სიმძიმეს, სოფო კილაძეს ჯობს ზარდიაშვილი მოიკითხოს”, – განაცხადა ხუხაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელიც რამდენიმე წუთის წინ “ქართული ოცნების” ოფისში ბრიფინგი გამართა. მან თავისი გამოსვლა დაიწყო და დაასრულა “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას კრიტიკით. ამასთან მან არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები გააკრიტიკა და ისინი “ფაშიზმის ხელის დამფარებლებად” მოიხსენია.

“ყოვლად მიუღებელია ნიკა გვარამიას ფაშისტური განცხადებები, რომელიც ჩვენ ვერაფერს დაგვაკლებს. მე არ მახსოვს არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც გამოვიდოდა ფაშიზმის წინააღმდეგ და გააკრიტიკებდა მას. ვაცხადებ, ისინი ვინც მხარს უჭერენ ფაშისტურ განცხადებებს, თავად არიან მისი მონაწილეები” – განაცხადა კობახიძემ.

ნიკა გვარამიამ მიმართა საზოგადოებას და განაცხადა, რომ ისინი ვინც მხარს დაუჭერენ სალომე ზურაბიშვილს, უკიდურესად უნდა შევავიწოვოთ და გავაძევოთ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროდან.

იტვირთბა....