ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა შანხაის მასტერის ტურნირი გამარჯვებით დაიწყო. ბასილაშვილმა დენის შაპოვალოვი 6:2, 6:2 დაამარცხა.
ბასილაშვილის მორიგი მეტოქე ალექსანდრე ზვერევი იქნება.
ბასილაშვილმა რამოდენიმე დღის წინ პეკინის ღია პირველობა მოიგო, სადაც ფინალში ხუან მარტინ დელ პორტო დაამარცხა.