ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტო – დასავლეთ საქართველოს ამინდის პროგნოზი მალე უფრო ზუსტი იქნება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულ სააგენტოს ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსური დახმარებით „ვაისალას“ წარმოების თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი რადარი გადაეცა, რომელიც ქუთაისის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება.

რადარი ხელს შეუწყობს დასავლეთ საქართველოში მოკლევადიანი და გრძელვადიანი ამინდის პროგნოზის გაუმჯობესებას. შესაბამისად, გარემოს ეროვნულ სააგენტოს შესაძლებლობა ექნება ახალი რადარული სისტემით სადამკვირვებლო ქსელი გააუმჯობესოს, ხელი შეუწყოს დასავლეთ საქართველოში საკურორტო ზონებზე, შავი ზღვისპირეთში და მაღალმთიან რეგიონებში ამინდის მოკლევადიანი და გრძელვადიანი პროგნოზის ხარისხობრივ მაჩვენებლების გაზრდას.

იტვირთბა....