დეპუტატი დავით ჭიჭინაძე, რომელმაც კარგა ხანია უკვე დატოვა უმრავლესობა, განმარტავს, თუ რატომ შეუერთდა ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსს“. მისი თქმით, იგი ფრაქციას დროებით უერთდება და როცა ისინი მუდმივ წევრს იპოვნიან, ჭიჭინაძე ფრაქციას დატოვებს. როგორც ის განმარტავს, ეს მან იმიტომ გააკეთა, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ ფრაქცია არ დაშლილიყო.
დეპუტატის თქმით, ირმა ინაშვილმა მას თხოვა ამის გაკეთება, იმიტომ, რომ არ დაეკარგათ ოპოზიციური ტრიბუნა. მისი განცხადებით, იგი მხარს უჭერს გიგა ბოკერიას ე.წ. რეჟიმის შეფასებასთან დაკავშირებულ ინიციატივას და რომ არ დაკარგულიყო იდეა, “პატრიოტთა ალიანსის” ფრაქციაში ახალ წლამდე დარჩება.
შეგახსენებთ, ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი“ დაშლის საფრთხე მას შემდეგ წარმოიშვა, რაც ნატო ჩხეიძემ აღნიშნული ფრაქცია დატოვა.