ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

დავით ჭიჭინაძე “პატრიოტთა ალიანსს” შეუერთდა

დეპუტატი დავით ჭიჭინაძე ფრაქცია “პატრიოტთა ალიანსს” შეუერთდა, – ამის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია “ობიექტივს” პარტიის ლიდერმა ირმა ინაშვილმა დაუდასტურა.

მისი განცხადებით, მას შემდეგ, რაც “ომეგა ჯგუფის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ნატო ჩხეიძემ დატოვა “პატრიოტთა ალიანსის” პარტია და შემდეგ ფრაქცია, ალიანსი იდგა დაშლის საფრთხის წინაშე, თუმცა დავით ჭიჭინაძესთან გაერთიანების შემდეგ, პარტიას აღნიშნული საფრთხე აღარ ემუქრება.

“არავითარი კონსულტაცია არ გვქონია “ქართული ოცნების” დეპუტატებთან, რომ გადმოსულიყვნენ ჩვენს პარტიაში. ვისაც სურვილი ჰქონდა, შეეძლო გამოხმაურება. კულუარული შეხვედრები არავისთან მქონია. ძალიან მოხურული ვარ, რომ დავით ჭიჭინაძე, რომელიც დღეს დამოუკიდებელი დეპუტატია, შემოუერთდება “პატრიოტთა ალიანსს”. მოხარული ვარ, რომ ბატონი დავითი ჩემს თხოვნას და შეთავაზებას პოზიტიურად შეხვდა,” – აღნიშნა ირმა ინაშვილმა “ობიექტივთან”.

დავით ჭიჭინაძე “ქართული ოცნების” წევრი იყო. ის პარტიიდან გარიცხეს წინააღმდეგობრივი განცადებებისთვის, შემდეგ კი მან უმრავლესობა დატოვა და დამოუკიდებელი დეპუტატი გახდა.

 

იტვირთბა....