ახალი ამბები მთავარი სამართალი

გამომძიებელი: “ბრალდებულმა მოყვა, როგორ მოკლა შეყვარებული და სისხლიანი დანა მოიშორა”

თემქაზე მოკლული გოგონას საქმის გამომძიებლის ლაშა ტუხაშვილის განცხადებით, ლადო გრიგალაშვილმა, მოწმის სახით დაკითხვისას ყოფილი შეყვარებულის მკვლელობა აღიარა.

„მე დავკითხე ამჟამად უკვე ბრალდებული ლადო გრიგალაშვილი და მან დაკითხვისას დაადასტურა, რომ უშუალოდ მან მოკლა ანა ნაცვლიშვილი. ასევე მოყვა თუ როგორ მოიცილა დანაშაულის იარაღი, სისხლიანი დანა”, – განაცხადა გამომძიებელმა.
შეგახსენებთ, თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილი 22 თებერვალს მოკლეს. მას ყელის არეში დანით რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. პოლიციამ ნაცვლიშვილის მკვლელობის ბრალდებით ლადო გრიგალაშვილი მომხდარიდან მეორე დღეს დააკავა.

იტვირთბა....