ახალი ამბები მთავარი სამართალი

კობახიძე: დასავლელი პარტნიორების არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, სააკაშვილმა 2008 წელს ჩაიდინა დანაშაული

“ამერიკელი, დასავლელი პარტნიორებისგან არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილმა 2008 წელს ჩაიდინა ის დანაშაული, რომელსაც მოჰყვა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

„დაისვა კითხვები, თუ როგორი იყი ჩვენი დასავლელი პარტნიორების როლი და შეეძლოთ თუ არა მათ იმ დანაშაულის პრევენცია, რომელიც მაშინ ჩაიდინა მიხეილ სააკაშვილმა. ეს იყო ლეგიტიმური კითხვები, რომელიც ისმოდა 2008 წელს და ამას ეხებოდა სალომე ზურაბიშვილის განცხადებებიც. ამ კითხვას ძალიან ღია და მკაფიო პასუხი გასცეს, პირველ რიგში, ჩვენმა ამერიკელმა პარტნიორებმა.

მინდა გითხრათ, რომ ეს პასუხი არ არის ნამდვილად დამამშვიდებელი და სასარგებლო „ნაციონალური მოძრაობისთვის“. გახსოვთ კონდოლიზა რაისის ცნობილი განცხადებები, მაილსის ცნობილი განცხადებები, სადაც ისინი ამბობდნენ, რომ მათ არაერთხელ გააფრთხილეს მიხეილ სააკაშვილი იმის თაობაზე, რომ მის ასეთ ქმედებას აუცილებლად მოჰყვებოდა ასეთი ცუდი შედეგი.

ამის მიუხედავად, სააკაშვილმა სხვანაირად იმოქმედა. როდესაც შენ გაქვს მოღალატეობრივი ჩანაფიქრი ან როდესაც ხარ უბრალოდ ავანტიურისტი, ბუნებრივია, ასეთ დროს არც მეგობრის გაფრთხილებას იღებ ყურად და არც მტრის. ეს იყო ის, რაც გააკეთა მიხეილ სააკაშვილმა. ეს კითხვა დაისვა მათ შორის სალომე ზურაბიშვილის მხრიდან, ისევე როგორც საზოგადოების სხვა წარმომადგენლების მხრიდან 2008 წელს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

იტვირთბა....