“ბრიტანული ექსპერტიზის ბიუროსა და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაში აღნიშნულია, რომ ჩანაწერები მონტაჟია, არის ხელოვნურად შეკოწიწებული გადაბმები და ასე შემდეგ. ანუ თავისთავად ამ ჩანაწერების სანდოობა და მისი უტყუარობა ექსპერტიზამ გამორიცხა“, – განაცხადა ეკა ბესელიამ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განაცხადა.
ეკა ბესელიას განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ჩანაწერები ხელოვნურია და არ არის ავთენტური.
„შემდეგი ეტაპი, რაც ამას უნდა მოჰყვეს, ჩემთვის, როგორც იურისტისთვის მნიშვნელოვანია, ჩანაწერები ვინ გააკეთა, ვინ გადააბა და რისთვის დასჭირდა. ეს არის სრულიად ლეგიტიმური კითხვები, რომელიც ახლა გამოძიების წინაშე დგას და გამოძიება ამ მხრივ უნდა გაგრძელდეს.
მედიასაშუალებებით ლევან ყიფიანსა და ზაზა ოქუაშვილს შორის გავრცელებული საუბრის აუდიოჩანაწერი არ არის ავთენტიკური და დამონტაჟებულია, – აშნიშნულის შესახებ განცხადება საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა
“გამოძიების მიმდინარეობისას სხვადასხვა მედიასაშუალებებით გავრცელდა არაერთი ჩანაწერი, სადაც საუბრის მონაწილეები, სავარაუდოდ იყვნენ ასევე ლევან ყიფიანი და ზაზა ოქუაშვილი. საუბარი ეხებოდა „ომეგა ჯგუფში“ შემავალი კომპანიებისთვის საგადასახადო შეღავათების გავრცელების შესაძლებლობებსა და ზოგადად კომპანიის შემდგომ საქმიანობას, რის გამოც ეს ჩანაწერებიც დაერთო სისხლის სამართლის საქმეს და მასში დასახელებული გარემოებების შესწავლაც მიმდინარეობს საქმის გამოძიების ფარგლებში.
გამოძიებამ სხვადასხვა მედიასაშუალებებიდან გამოითხოვა აუდიოჩანაწერები და მათი ავთენტიკურობის და მონაწილე პირთა იდენტიფიცირების მიზნით, დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზა.
2018 წლის 04 ოქტომბერს ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ 2018 წლის 9; 11; 14 და 21 სექტემბერს მედიაში გასულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გასცა ვიდეო და ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც ისინი არ არის ავთენტიკური, დამზადებულია მონტაჟის გზით, ამავდროულად, ყველა ვიდეოჩანაწერი დამზადებულია წყვეტებით და მათზე მრავლობით აღინიშნება ციფრული და მექანიკური მონტაჟის კვალი.
დასკვნის თანახმად, ყველა სადავო ფონოგრამებზე აღინიშნება ფონური ხმაურის სიტუაციურად შეუსაბამო ცვლილებები. ლინგვისტური კვლევისას კომუნიკატთა მეტყველებაში მრავლობით აღინიშნება კითხვა-პასუხის შინაარსობრივი შეუსიტყვაობა, არათანმიმდევრულობა, არაბუნებრივი, შეუსაბამო ინტონაციური სურათი, მრავლად ფიქსირდება სიტყვების და ფრაზების წყვეტა. ყველა სადავო ფონოგრამა იწყება და მთავრდება წყვეტებით, ასევე თითოეული ფონოგრამის შიგნით დაფიქსირებულია დიდი რაოდენობით წყვეტები.
საქმეზე გრძელდება გამოძიება”- აღნიშნულია განცხადებაში.