ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ვოლსკი – “ოცნებასთან” დაკავშირებულ სკანდალს ვეძახით იმას, რაც რეალურად, “ომეგასთან” დაკავშირებული სკანდალია

მე ერთი რაღაც გამიკვირდა, “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებულ სკანდალს ვეძახით იმას, რაც რეალურად, “ომეგასთან” დაკავშირებული სკანდალია, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ გადაცემა “რეაქციაში” “ომეგა ჯგუფის” საკითხზე საუბრისას განაცხადა.

ვოლსკის თქმით, ივანიშვილს აბრალებენ მილიონ შვიდასი ათასის წართმევას მაშინ, როდესაც მას მილიარდობით ინვესტიცია აქვს გაკეთებული.

“რაც ვიცით ახლა, არის საკითხები, რომლებიც ზედაპირზე დევს.  ადამიანმა გაიტანა 50 მილიონის აქციზი და არ შემოუტანია თანხა ბიუჯეტში, ეს არის რეალობა. მეორე რეალობა არის ის, რომ ბანკის მიმართაც რამოდენიმე ათეული მილიონი დავალიანება აქვს. მესამე რეალობა არის ის, რომ ოფშორულ ზონაში შექმნა კომპანია, გადმორიცხა და მილიონ შვიდასი ათასის წართმევას აბრალებს ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც არაერთი მილიარდის ინვესტიცია გააკეთა, საიდანაც არა თუ თითონ, არამედ მისი შვილები და შვილიშვილები ვერ მიიღებენ დივიდენდს”, – აცხადებს ვოლსკი.

შეგახსენებთ, რომ „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის განცხადებით, მას ოთხ მილიონ ლარს პირადად ბიძინა ივანიშვილი სძალავდა.

იტვირთბა....