ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ტაქსის მძღოლი ნასამართლევი რატომ არ უნდა იყოს” – გვარამია ლალიაშილის განცხადებას ეხმაურება

„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარემ ეკა ლალიაშვილი დღეს განაცხადა, რომ ტაქსის მძღოლი არ უნდა იყოს ნასამართლევი.

ამ განცხადებას რუსთვი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

,,ტაქსის მძღოლი ნასამართლევი რატომ არ შეიძლება ვითომ იყოს? საუბრებით რო არ ჩაითრიოს მგზავრები კრიმინალში?

და, ფარცხალაძის ამბავი როგორ იყო, ბოტასების ქურდი მთავარი პროკურორის? აი იმის, მერე რომ უკანონო შეიარაღებული ფორმირების მეთაური გახდა და ყოფილ მინისტრებს აწამებდა?” – წერს ნიკა გვარამია.

შეგახსენებთ,  „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარემ ეკა ლალიაშვილი აცხადებს, რომ ტაქსის მძღოლი არ უნდა იყოს ნასამართლევი. მისი თქმით, უნდა არსებობდეს ცხელი ხაზი, სადაც მგზავრი დარეკავს და მიაწვდენს ხმას მარეგულირებელს.

იტვირთბა....