aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ტაქსის მძღოლი არ უნდა იყოს ნასამართლევი”

aviabiletebi
ავიაბილეთები

„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარემ ეკა ლალიაშვილი აცხადებს, რომ ტაქსის მძღოლი არ უნდა იყოს ნასამართლევი. მისი თქმით, უნდა არსებობდეს ცხელი ხაზი, სადაც მგზავრი დარეკავს და მიაწვდენს ხმას მარეგულირებელს.

“ეს არის ის საკითხი, რომელიც ეხება უსაფრთხოებას.  როცა ვსაუბრობთ ტაქსების უსაფრთხოების საკითხზე, უმნიშვნელოვანესია გათვალისწინებული იყოს შემდეგ ეტაპებად მძღოლების მზაობა იმისთვის, რომ უსაფრთხოდ და კომფორტულად განახორციელონ ეს მომსახურება. ცნობილია, რომ ავტოავარიები როცა ხდება 90% არის განპირობებული ადამიანური ფაქტორის და შეცდომის გამო. დღეს, ჩვენ ვიცით როგორი კატეგორიის მძღოლები გვყავს ამ მომსახურების სფეროში, ამიტომ ვამახვილებთ ყურადღებას, რომ იქნას გაჟღერებული, თუნდაც რეფორმის მესამე ეტაპზე გარკვეული მოთხოვნების წაყენება მძღოლებისთვის ჯანმრთელობის თვალსაზრისით. მძღოლი არ უნდა იყოს ნასამართლევი და არ უნდა იყოს საშიში საზოგადოებისთვის. მან უნდა იცოდეს ელემენტარული ქცევის წესები მომხმარებლის მიმართ. ასევე, უნდა არსებობდეს ცხელი ხაზი, სადაც მგზავრი დარეკავს და მიაწვდენს ხმას მარეგულირებელს. გვინდა, შემდეგი გეგმები მოვისმინოთ მერიისგან. ეს რეფორმა ჰაერივით სჭირდება ამ ქალაქს. ასევე, კარგია, რომ მერია მიდის იმ დათმობებზე, რაც ესმის მძღოლებისგან, მაგალითად, აპირებს ავტომობილების გადაღებვის ვაუჩერები მისცეს მათ”,- განაცხადა ლალიაშვილმა.

შეგახსენებთ, დედაქალაქის მერიის ინიციატივით, ტაქსების ქალაქში მოძრაობის წესები იცვლება. სპეციალური ლიცენზიის აღების შემდეგ, აუცილებელი მოთხოვნაა, რომ ავტომანქანა იყოს თეთრი ფერის.

იტვირთბა....