ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ყიფიანი ისეთი დაშინებულია, სავარაუდოდ ფარცხალაძის მიერ, რომ მზადაა ნებისმიერი ბოდვა მოყვეს”

საპრეზიდენტო კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე ლევან ყიფიანისა და ომეგა ჯგუფის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს სოციალური ქსელით ეხმაურება.

როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა ყიფინის განცხადება პირდაპირი აღიარება იყო.

“ყიფიანი-ოქუაშვილის ამბავზე

თუ ყიფიანის დღევანდელი კომენტარი ნახეთ, საერთოდ არ მგონია საღლიცინო. რამდენად ნეგატიურადაც არ უნდა ვიყო განწყობილი ყიფიანის მიმართ – ყველა იმათი დედა ვატირე ვინც ადამიანი შეიძლება ასეთ მდგომარეობაში ჩააგდოს, ასეთი თავხედური ‘გაპრავება’ მოუფიქროს და საჯაროდ ათქმევინოს. ის რომ ეს ადამიანი ამდენი დღის განმავლობაში ხმას არ იღებდა, იმალებოდა, და დღეს ასეთი სკოლის მოსწავლის ვერსია დადო, ჩემთვის პირდაპირი ჩვენებაა რომ:

1 – ოქუაშვილის ჩანაწერები რეალურია (შეიძლება დამოტაჟებული, მაგრამ არსი ეგაა რაც ისმის);

2 – ყიფიანი მართლა ეხმარებოდა ოქუაშვილს ხელისუფლებასთან დალაგებაში;

3 – კვირიკაშვილმა რომ ვერ დაალაგა, სიმართლეა;

4 – ფარცხალაძის და სარდაფის ინციდენტი რეალურია;

5 – ყიფიანი, მიუხედავად იმისა რა საშინელებაც გადაიტანა, დღეს ისეთი დაშინებულია, სავარაუდოდ ისევ ფარცხალაძის მიერ, რომ მზადაა ნებისმიერი ბოდვა მოყვეს კამერების წინაშე;

და ამ ხელისუფლების კომკავშირა წარმომადგენლები ლაპარაკობენ აღდგენილ ღირსებაზე! ფარცხალაძე არის ადამიანი რომელიც უნდა ყოფილიყო ამ ქვეყნის გენერალური პროკურორი, და გადავრჩით რომ შემთხვევით გაირკვა მისი გერმანიაში ქურდობის ამბავი. გენ. პროკურორობიდან წასვლის შემდეგ, თუ კი ვინმეს პოლიტიკასთან ან ბიზნესთან ახლოს ჩაუვლია, ყველა ლაპარაკობს იმაზე რომ ის არის ოცნების შავი საქმეების შემსრულებელი და ამის გამო სრული კარტ-ბლანში აქვს ბიძინასგან. რამდენიმე წელიწადში ეს ფარცხალაძე ხდება მილიარდერი, თან ისე რომ საქმეების ნაწილი (მაგალითად ქონებების ხელში ჩაგდება) საჯაროდ დადოკუმენტირებული კორუფციული გარიგებებია.

ჰყავს საკუთარი შეიარაღებული დაჯგუფება, რომელთან ერთადაც გადაადგილდება ასობით ათას დოლარიანი უახლესი ავტომობილებით, დაახლოებით ისე როგორც კადიროვი ჩეჩნეთში. ასევე ყველა ლაპარაკობს რომ ის უპრობლემოდ ალაგებს საქმეებს სასამართლოში და მოსამართლეები მას ისევე ემორჩილებიან, როგორც ადრე ადეიშვილს. შეუძლია საჯაროდ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენოს მაღალი რანგის საჯარო მოხელეს (სცემა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსი), ეს ფაქტი დააფიქსიროს ვიდეო კამერებმა, არსებობდეს ამ ფაქტის არაერთი ცოცხალი მოწმე, და მიუხედავად ამ ყველაფრისა, მას ვერ უბედავს მიკარებას ვერც ერთი სამართალდამცავი სტრუქტურა! ფარცხალაძე არის ჩვეულებრივი კრიმინალი, რომლის ადგილიც არის ციხეში.

მანამ სანამ ეს ადამიანი არის თავისუფლებაზე და სარგებლობს ასეთი მასშტაბური იმუნიტეტით, ის რაც დამართეს ყიფიანს (მიუხედავად იმისა ყიფიანი კარგი კაცია თუ ცუდი), შეიძლება დამართონ ნებისმიერ ჩვენგანს. არაფორმალური მმართველობის პრობლემა ის კი არ არის რომ კვირიკაშივლი ან ბახტაძე ვერ წყვეტენ რაღაც საკითხებს, პრობლემა ისაა რომ ფარცხალაძე წყვეტს ბევრ რამეს, შეუძლია გადათელოს ნებისმიერი ამ ქვეყანაში და გააგრძელოს გავლენების და ფულის მოხვეჭა ისე თითქოს არც არაფერი მომხდარა. ნებისმიერი ოცნების წევრი (ყველა მათგანმა იცის ეს ყველაფერი) რომელიც ამ რეალობას საკუთარ სინდისთან აპრავებს იმით რომ ‘ვიღაცამ უნდა აკეთოს შავი საქმე, სხვაგანარად არ გამოდის’ ან იმით რომ ‘მიშას დროს უარესი ხდებოდა’ – სინამდვილეში არის ან ქვეშაჯვია ან სინდისგარეცხილი. ამას თუ ჩავყლაპავთ, ადამიანობაზე პრეტენზია ნუღარ გვექნება. პ.ს. ყიფიანი ვინ არის კარგად ვიცი. ოქუაშვილიც ვიცი ვინ არის და მიშაც. ეს ბოლო ორი რა თამაშსაც თამაშობენ, თქვენზე უკეთ მესმის. მაგრამ ეგ არ და ვერ ამართლებს ყელამდე ასეთ ქაქში ჯდომას” – წერს ზურაბ ჯაფარიძე Facebook-ში.

იტვირთბა....