ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის დაწესებული საჯარიმო თანხა იზრდება

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობამ დაამტკიცა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს საჯარიმო თანხის რაოდენობის ზრდას ე.წ. საზღვრის დარღვევისათვის.

ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის მთავრობის პრესსამსახური იუწყება.

დე ფაქტო სასაზღვრო სამსახურის უფროსის, ვალერი ალიხანტის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსზე დაფუძნებული ჯარიმების არსებული ოდენობა არაეფექტურია.

“კანონპროექტი მიზნად ისახავს დანაშაულთა რაოდენობის შემცირებას. საჭიროა უფრო მკაცრი სანქცია სამართლებრივი რეჟიმის იგნორირებით, სახელმწიფო საზღვრის დარღვევისთვის. ეს კანონპროექტი ასევე ხელს შეუწყობს სახელმწიფო ბიუჯეტის ზრდას”, – განაცხადა დე ფაქტო უწყების ხელმძღვანელმა.

ავტორი: ნოდარ სხირტლაძე

იტვირთბა....