საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დეპუტატ ნატო ჩხეიძის განცხადებას უპასუხა და აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტი და კონკრეტულად, პარლამენტის თავმჯდომარე ყველაფერს იღონებს, რათა 50 მილიონი, კაპიკ-კაპიკ ჩარიცხონ სახელმწიფო ბიუჯეტში
ნატო ჩხეიძემ ირაკლი კობახიძე მიზანმიმართული სიცრუის გავრცელებაში დაადანაშაულა.
„მინდა, ვამხილო ირაკლი კობახიძე ჩემი ოჯახის მიმართ მიზანმიმართული სიცრუის გავრცელებაში. უნდა განვმარტო, რომ „ოცნებას“ არავითარი წვლილი არ აქვს ზაზა ოქუაშვილის ბიზნესის დაბრუნებაში, „იბერიას“ დაბრუნებაში, როგორც ამას წარბშეუხრელად ბრძანებს ბატონი თავმჯდომარე. ზაზა ოქუაშვილის ბიზნესი სრული შემადგენლობითა ამოქმედდა 2004 წლის 18 დეკემბერს, მას შემდეგ, რაც თითქმის ერთი წლის განმავლობაში გაჩერებული იყო „ნაციონალური“ ხელისუფლების მიერ ყალბი აქციზური მარკების ბეჭდვის ბრალდებით, რაც ვერ დამტკიცდებოდა, რადგან მაშინ მსოფლიოში არ არსებობდა აქციზური მარკები. ხოლო მათ, ვისაც ძალიან უკვირს, თუ რად უნდოდა მილიარდელ ბიძინა ივანიშვილს ზაზა ოქუაშვილისგან ბანკის საშუალებით დარეკეტებული 4 მილიონი, მათთვის განმარტავთ, სწორედ იმიტომ, რადაც უნდოდა თითო კოლოფი სიგარეტიდან ორნხევარი თეთრი” – აღნიშნა ნატო ჩხეიძემ.