ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სოციალური ქსელი

შარაშენიძე – ქალბატონი სალომე ხელახლა ქმნის პრობლემას და ადგილობრივებს ისევ თურქული ბუათი აშინებს

ექსპერტი საგარეო ურთიერთობებში თორნიკე შარაშენიძე სოციალურ ქსელში პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილის მიერ ახალქალაქში მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

“2006 წელს, როგორც ნატოს საინფორმაციო ცენტრის დირექტორი, ახალქალაქს ვესტუმრე. საშინელი აგრესია დამხვდა რადგან ადგილობრივები დარწმუნებულები იყვნენ საქართველო როგორც კი ნატოში შევა, ჩვენთან თურქული სამხედრო ბაზები გაიხსნებაო.

მოყოლებული იქიდან იქ სიტუაცია შეუდარებლად გამოსწორდა. მაგრამ ახლა ქალბატონი სალომე ხელახლა ქმნის პრობლემას და ადგილობრივებს ისევ თურქული ბუათი აშინებს.

ეჰ, სააკაშვილო, ეს ვინ ჩამოგვიყვანე…”, – წერს შარაშენიძე.

იტვირთბა....