„მე პოლიტიკურ ზეწოლას ბიზნესზე მთლიანად გამოვრიცხავ. არის ბიზნესმენი ოქუაშვილი, რომელიც ამბობს რას? – ერთი, ის ამბობს, რომ კაპიკი არ გადაუხდია არავისთვის წლების განმავლობაში. ეს არის ის ბიზნესმენი, რომელსაც “ნაცმოძრაობამ” წაართვა ბიზნესი. ქვეყნიდან იძულებულ იყო, გაქცეულიყო და რა გააკეთა “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ? ოქუაშვილი დაბრუნდა საქართველოში, მან დაიბრუნა ბიზნესი და ტელევიზია და მისთვის არავის არაფერი მოუთხოვია. მთელი ამ წლების განმავლობაში მას კაპიკი არ გადაუხდია არავისთვის. მეორე – თავად ამბობს, რომ მას 11-ჯერ გადაუვადეს დავალიანება. ამ შემთხვევაში დასკვნა არის უტყუარი. თუ ფული არავისთვის გადაუხდია და 11-ჯერ გადაუვადეს ვალი. გამოდის, რომ იქით გქონია ზეწოლა სახელმწიფოზე,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ “არჩევანში” განაცხადა.