ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

კობახიძე სპორტის ყოფილ მინისტრზე სავარაუდო ძალადობაზე: “ეს სტილი 2012 წელს ჩავაბარეთ ჩვენ წარსულს”

პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ, ომეგა ჯგუფის საქმესთან დაკავშირებით გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით “არჩევანის” ეთერში ისაუბრა და განაცხადა, რომ სიცრუეა თითქოს სპორტის ყოფილი მინისტრი სარდაფში ჩაკეტეს და მასზე ძალადობდნენ.

„მე მაგას გამოვრიცხავ იმიტომ, რომ ეს სტილი 2012 წელს ჩავაბარეთ ჩვენ წარსულს. ეს არის აბსოლუტურად ეგ სტილი. დღეს ეგ არ ხდება ხელისუფლებაში, დღეს ეგ არ ხდება ქვეყანაში,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

იტვირთბა....