“ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი TBC-ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელის, მამუკა ხაზარაძის, განცხადებას ეხმაურება.
მისი თქმით, ბანკი ზეწოლის ქვეშ არის და მისი ხელმძღვანელობა აკეთებს იმ განცხადებებს, რასაც შს მინისტრი ეტყვის.
„მე თანავუგრძნობ ბანკს და ყველა იმ ხალხს, ვისაც არა აქვს ძალა, რომ სიმართლე თქვას, ვისაც ეშინია. ვნახე ხაზარაძე, რომელიც ახერხებს, მართლა ახსნას ტყუილებით. არც ბანკმა არ შეასრულა თავისი მოვალეობა. სამწუხაროდ, შეეშინდათ. ხაზარაძე და ბუცხრიკიძე ნახეთ, იმ დღეს, ბოლოს და ბოლოს, ბორჯომში იყვნენ და სირბილით ჩამოიყვანეს ბორჯომიდან. თქვან ჩემმა ბიჭებმა, რომ ე.ი. შემოვიდნენ ორივე ერთად, ვიღაც ახლდათ კიდევ. მერე ჩამოვიდნენ და თვითონვე, პირადად, ოპერატორ ნუნუს უთხრეს, რომ თანხა გაცემულიყო. ვერ მოვთხოვთ ყველას გმირობას. შეშინებულები საუბრობენ იმას, რაც ისევ გახარიას დავალებით მიიღეს ტელეფონის ზარით,“ – განაცხადა ზაზა ოქუაშვილმა.
ჩანაწერების მიხედვით, ბანკმა 1 მილიონი დოლარი, რომელიც ზაზა ოქუაშვილმა ბიძინა ივანიშვილს გადაურიცხა არასამუშაო დროს კანონდარღვევით გასცა. ამ ფაქტს მამუკა ხაზარაძე დღეს პირველად გამოეხმაურა. ისგავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ მილიონი დოლარი სამუშაო საათებში გაიცა და ბანკს რეგულაციები არ დაურღვევია.