ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“როცა ფარცხალაძე, მთავარი პროკურორი იყო, ვინ უნდა შეეშინებინა? “

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პირველი არხის გადაცემაში „მოამბე – დღის თემა“ სტუმრობისას განაცხადა, რომ ფარულ ჩანაწერებზე პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს.

„ფარცხალაძე 2016 წლის აპრილში, თითქმის სამი წელია, მთავარი პროკურორი აღარ იყო და მეორე, ლევან ყიფიანი უკვე აღარ იყო მინისტრი. ამიტომ, ამ ორი კაცს შორის რა ხდებოდა და როგორ ხდებოდა, სხვისი სახელი გამოიყენეს თუ არა, რომ რაღაც მიზნისთვის მიეღწიათ, ეს ყველაფერი ჩემთვის კითხვებია, რომლებსაც პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს“, – განაცხადა წულუკიანმა.

როგორც საქართველოს იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, ზაზა ოქუაშვილმა სხვადასხვა მედიასაშუალებაში, სხვადასხვა პარტიაში და არასამთავრობო სექტორის პოლიტიკურ პარტიებთან აფილირებულ ორგანიზაციებში მოკავშირეები იშოვა და იმედი აქვს, რომ ხალხს მოატყუებს და ვალს არ გადაუხდის.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, უნდა გამოეყოს თუ არა ძველ ჩანაწერებთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებას ეს საქმე და არის თუ არა ცალკე ძიება დასაწყები ზაზა ოქუაშვილის განცხადების იმ ნაწილზე, სადაც ის ყოფილ მთავარ პროკურორს სპორტის ყოფილი მინისტრის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაში ადანაშაულებს, იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ გამოძიების თემაზე გვაქვს სარალიძის საქმის უბედური მაგალითი, ამიტომ წარსული გაკვეთილებიდან უნდა ვისწავლოთ და გამოძიებას რჩევები არ უნდა მივცეთ, საქმე გამოყოს თუ არა.

„თუ გამოსაყოფია, გამოიყოფა. მთავარია, პროცედურა კანონით დადგენილი წესით წავიდეს. უნდა გამოიყოს თუ არა საქმე, ამაზე პასუხი მე დღეს არ მაქვს და მით უმეტეს, თქვენ ვერ გექნებათ. ეს პასუხი იმას აქვს, ვისაც გამოძიება ეხება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა

იტვირთბა....