საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში “ომეგა-ჯგუფის” დამფუძნებლის განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მისთვის განსაკუთრებით მძიმეა დავით ყიფიანის შვილზე გავრცელებული ინიფორმაცია.
“ლევან ყიფიანი, ბოლოსდაბოლოს, არის საქართველოს ყველა დროის ყველაზე საყვარელი ფეხბურთელის დავით ყიფიანის შვილი, რომელსაც კარგად ვიცნობდი და დიდ პატივს ვცემდი. დიდი სირცხვილია, რომ დათო ყიფიანის შვილს ფარცხალაძე სარდაფში ასე ამცირებდეს. ასეთი რამ დაუშვებელია , რა თქმა უნდა, ყველა ადამიანის მიმართ, მაგრამ აქ კიდევ მეტადაა ჩემთვის ემოციურად მძიმე”, – წერს სააკაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენ ოქუაშვილის განცხადებით, ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ სპორტის ყოფილი მინისტრი სარდაფში ჩაიყვანა და მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ამის გამო კი ყიფიანი თვითმკვლელობას აპირებდა.