ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

“ძალიან გამიჭირდება ზაზა სარალიძის გვერდით დგომა დღევანდელის შემდეგ”

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინათინ ხიდაშელი შვილმოკლული მამის, ზაზა სარალიძის განცხადებას ეხმაურება.

“51-ე სკოლის მკვლელობის საქმეზე სიმართლის დადგენა, დამნაშავის პოვნა და დასჯა ქვეყანაში არსებულ ყველა პრობლემაზე უფრო უპირატესი და მნიშვნელოვანია ჩემთვის. შუა ქალაქში, ყველას თვალწინ მოკლული ორი არასრულწლოვანის საქმის მიფუჩეჩების, გაყალბების, ვინმესთვის ხელის დაფარების მცდელობა ყველაზე დიდი ბოროტებაა და მარტო მათ ოჯახებს არა, მთელს ქვეყანას კლავს. სახელმწიფოს კლავს, დანიშნულებას, ფუნქციას. აზრს უკარგავს ყველაფერ დანარჩენს. დაუცველობა, და შემდეგ მკვლევის მიმართ სახელმწიფოს შემწყნარებლობით გამოწვეული შიში ყველაზე დიდი უბედურებაა, რომელიც მოქალაქესა და სახელმწიფოს შორის უფსკრულს აჩენს და ყოველ გამოუძიებელ დღეს აღრმავებს. შემდეგ ყველა გარდაუვალად ამ უფსკრულში გადავიჩეხებით. ამიტომ ყველა მშობლის გვერდით ვიდგები, სიმართლის საპოვნელად და ხვალ ჩემი შვილის დასაცავად.
მაგრამ, არავითარი, აბსოლუტურად არავითარი გამართლება არ აქვს იმას რაც დღეს მოვისმინე: “მაგან თავისი ძმა მოაკვლევინა”, ძალიან მძიმე მოსასმენია, მძიმე საყურებელი, მძიმედ მოსანელებელი. ზაზა სარალიძის მსგავსი მშობლები ჩვენს გაუბედურებულ და იმედდაკარგულ ქვეყანაში გმირობის მაგალითები არიან, მითთან მაღალი ხარისხის სოლიდარობა ქვეყნის გადარჩენისთვის საზოგადოების კონსოლიდაციის საშუალებაა. დღესაც მგონია რომ ირინა ენუქუძემ თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი როლი ითამაშე ქვეყნის უფსკრულში საბოლოოდ გადაჩეხვის არ დაშვებაში. სამწუხაროდ ეს ზაზა სალარიძემ ვერ შეძლო.
მე ისევ მასთან ერთად ვიბრძოლებ უსამართლობის წინააღმდეგ, მაგრამ ძალიან, ძალიან გამიჭირდება მის გვერდით დგომა დღევანდელის შემდეგ”. – წერს ხიდაშელი.

“მაგას რა უნდა ველაპარაკო, თავისი ძმა მოაკვლევინა” –  ასეთი განცხადება გააკეთა გუშინ ზაზა სარალიძემ, რომელიც იმ პერიოდს ეხება, როცა კახი კალაძის ძმა, გაიტაცეს.

იტვირთბა....