ზაზა ოქუაშვილის ინტერვიუსთან დაკავშირებით ბიუროს სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ ის, ვინც სასტიკი რეჟიმის ავტორები არიან, თანამედროვეობაში არიან ახლოს, ამიტომ ვერ დაბრუნდება „ევროპული საქართველო“ ხელისუფლებაში.
„გამოძიება არის დაწყებული. დაწყებულია ფაქტზე. გამოძიების მიმდინარეობის სპეციფიკა ისეთია, რომ ცალ-ცალკე ეპოზოდებზე არ იწყება და იწყება მთლიანად ფაქტზე. ძალიან კარგად ჩანს თქვენს გამოსვლაში – ამოცანა არის გველაპარაკოთ იმ შინაარსზე, იქ რომ რაღაცები ისმის, თქვათ ვინ რა როლშია. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის უფლება იყოს დაცული. პირველი კითხვა როდესაც რაღაცას მაყურებინებენ მიჩნდება, ვისია, რისია, ავთენტურია, რეალურია, დადგმულია თუ რა არის? არ გიხდებათ, ისე იქცევით“, – მიმართა ბესელიამ „ევროპული საქართველოს“ წევრებს აკაკი ბობოხიძესა და სერგი კაპანაძეს.
მანამდე აკაკი ბობოხიძემ უმრავლესობის წევრებს მიმართა.
„ისევე როგორც ჩვენ გვეგონა, რომ არასდროს შეიცვლებოდა ჩვენი დრო, ზუსტად ასე გგონია თქვენც“, – მიმართა უმრავლესობას აკაკი ბობოხიძემ. მისი თქმით, პარლამენტში უნდა მივიდეს მთავარი პროკურორი და პასუხები უნდა გასცეს „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაზე შეკითხვებს