რაც შეეხება მედიაზე და ბიზნესზე ზეწოლას, ეს საერთოდ ღიმილს იწვევს. წუხანდელი განცხადებაც ვნახეთ, რას ცდილობდა და სად წავიდა ეს კაცი. მართლაც შევხვდი ერთხელ მას და დავეხმარე, როგორც ვეხმარებით ყველა ბიზნესს და მე ეს ვალდებულება დღესაც გამაჩნია. ნებისმიერი ბიზნესმენი, რომელიც მოდის ჩემამდე და ხელისუფლების რომელიმე ნაწილთან, ყველას აქვს იგივე განცდა, რომ ჩვენ მაქსიმალურად დავეხმაროთ ბიზნესს და ხელი შევუწყოთ, მაგრამ სხვა დანარჩენი გასაგებია, რომ ღიმილის მომგვრელია მხოლოდ.
ჩანაწერების ოსტატი ყოფილა ეს კაცი. ყველას და ყველაფერს იწერდა, რატომღაც ეს ჩანაწერი არ აქვს და თუ ვინმეს შეგეკითხებიან თქვენ და გკითხავენ წუხანდელ გადაცემაზე, პირველი, რაც უნდა უპასუხოთ, უნდა უპასუხოთ, რომ სადაა ჩანაწერები? ყველას იწერდნენ და გამოიტანოს ეს ჩანაწერებიდ და გვაჩვენოს, ამ საუბრის და შეხვედრის შესახებ”.
ამის შესახებ “ქართული ოცნების” შეკრებაზე ბიძინა ივანიშვილმა უმრავლესობის წევრებს მიმართა.