იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე სოციალურ ქსელში “ომეგას საქმეს” ბოლო ფარულ ჩანაწერს ეხმაურება და აცხადებს, რომ კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ სასამართლო დამოუკიდებელი არ არის.
“ომეგას” გუშინდელ ჩანაწერებში ჩემთვის, როგორც იუსტიციის საბჭოს წევრისთვის, მნიშვნელოვანია თუ რას გვეუბნება მთელი ეს ეპოპეა სასამართლოს დამოუკიდებლობაზე. ჩანაწერებში ჩანს ის, რასაც დიდი ხანია ვამბობდით, რომ არსებობს ნიშნები, რომ სასამართლო საქართველოში დამოუკიდებელი არ არის და რომ განუსაზღვრელი ძალაუფლების პირობებში დიდია კორუფციის შანსი”, – წერს დოლიძე და საილუსტრაციოდ ოქუაშვილის ციტატაც მოყავს.
“მაგათ უნდოდათ, რომ 50% წაეღოთ პარტიაში, 25-25% როგორც სოციალიზმში მყოფ ფირმებს გაეყოთ თანაბრად სხვადასხვა პროდუქტის მიხედვით და ეს ბიზნესი უნდა ყოფილიყო აბსოლუტურად გამყარებული იმ პატენტზე, რომელიც ომეგას საკუთრება იყო. მაგრამ ამას ვერ გამოვიყენებდით ჩვენ. ამ შეხვედრების დროს მესმოდა, როგორ წყვეტდნენ ეგენი საქმეს სასამართლოში. მესმოდა როგორ ურეკავდა ფარცხალაძე პირდაპირ გენერალურ პროკურორს,“-ამბობს ოქუაშვილი.
შეგახსენებთ, „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელმა ზაზა ოქუაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, რომ „თიბისი ბანკმა” „გახარიას ზეწოლით, დარღვევებით გასცა “ომეგას” დირექტორებზე 4 მილიონი და ეს თანხა ბანკთანვე მათ შეიარაღებულმა პირებმა ჩამოართვეს“.