ინდონეზიაში, კუნძულ სულავესიზე მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 832-მდე გაიზარდა. ვიცე-პრეზიდენტი აცხადებს, რომ შესაძლოა 1000-მდე გაიზარდოს მათი რაოდენობა.
კუნძულ სულავესიზე, პარასკევს 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის, მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგებმა ცუნამი გამოიწვია. სტიქიურმა უბედურებამ ათასობით ადამიანი უსახლკაროდ დატოვა. ასევე განადგურდა სავაჭრო ცენტრები.