ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დარღვევა გრიფირების პროცესში: განათლების სამინისტრომ დასკვნა საგამოძიებო ორგანოებს გაუგზავნა

საქართველოს განათლების სამინისტრომ გრიფირების პროცესთან დაკავშირებით ინსპექტირების სამსახურის დასკვნა საგამოძიებო ორგანოებს გადაუგზავნა. ამის შესახებ განათლების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ეკატერინე მაჩიტიძემ განაცხადა.

მისი  თქმით, გამოვლენილ დარღვევებში შესაძლოა, სისხლის სამართლის დანაშაული იკვეთებოდეს.

„სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესთან დაკავშირებით გაჩნდა კითხვის ნიშნები და სამინისტროს ინსპექტირების სამსახურს დაევალა პროცესის სრულყოფილად შესწავლა. შედეგად, გამოვლინდა არაერთი სხვადასხვა ხარისხის ხარვეზი და დარღვევა. თუმცა, ფინალურ ეტაპზე პროცესის შეჩერება ან გადავადება, რისკის ქვეშ აყენებდა მოსწავლეებისთვის სახელმძღვანელოების გადაცემას სასწავლო წლის დაწყებამდე.  ვინაიდან, გრიფირების პროცესში ჩართული ცალკეული სუბიექტების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სცდება მათთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს, ხოლო გამოვლენილ დარღვევებში შესაძლოა, იკვეთებოდეს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, ინსპექტირების სამსახურის დასკვნა შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება სამართალდამცავ ორგანოებს”, – განაცხადა ეკატერინე მაჩიტიძემ.

იტვირთბა....