ახალი ამბები მთავარი სამართალი

ფინანსთა სამინისტრო: უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ბრალდებით 47 მეწარმე პასუხისგებაში მიეცა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იუწყება, რომ მათი თანამშრომლების მიერ, მიმდინარე წლის განვლილ პერიოდში გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ბრალდებით 47 მეწარმე სუბიექტი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა.

უწყებაში განმარტავენ, რომ გამოძიების მიხედვით,  23 ბრალდებული სამეწარმეო – კომერციულ საქმიანობას სახელმწიფო რეგისტრაციის გარეშე ეწეოდა, 20 მეწარმე სუბიექტი შესაბამისი ნებართვის გარეშე ორგანიზებას უწევდა აზარტული თამაშებს, 2 ბრალდებული ავტორიზაციის და ლიცენზიის პირობების დარღვევით ახდენდა მედიკამენტების რეალიზაციას, ხოლო 2 მეწარმის მხრიდან ადგილი ჰქონდა ლიცენზირების პირობების დარღვევით ინერტული მასალების მოპოვებას.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ამ ეტაპზე გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები აღნიშნული სახის დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების გამოვლენა-მხილების მიზნით.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.

იტვირთბა....