რუსთავში 5 თვის ბავშვი გარდაიცვალა. მცირეწლოვანი 3 დღის წინ ცუდად გახდა. ბავშვი ჯერ რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში, შემდეგ კი ჟვანიას სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც დღეს გარდაიცვალა. ინფორმაციას “ინფო რუსთავი” ავრცელებს.
მშობლების თქმით მცირეწლოვანს 4 ოპერაცია ჩაუტარდა, ბოლოს კი გული გაუჩერდა. ბავშვი რუსთავში სახლში გადაასვენეს, საიდანაც პოლიციის მოთხოვნით სამხარაულის სახელობის პროზექტურაში გადაიყვანეს, რადგან გარდაცვალების მიზეზი დაედგინათ.
მშობლები და ოჯახის ახლობელი ითხოვდნენ რომ ბავშვი არ გაეკვეთათ. ისინი მოითხოვდნენ შენობაში შესვლას. თუმცა, პოლიციამ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და პერიმეტრზე შესვლის უფლება არ მისცა, რის გამო პოლიციასა და მშობლებს შორის დაპირისპირება მოხდა.