ბერძნული მედიის ცნობით, ქვეყანაში ძლიერი ქარისა და ზღვის ღელვის გამო, ოთხი გემი ჩაიძირა. შემთხვევა ქალაქ სალონიკთან ახლოს რამდენიმე პორტში მოხდა. მედიის ინფორმაციით ჩაძირვისას გემზე ადამიანები არ იმყოფებოდნენ.
ბოფორტის სკალის მიხედვით 10-ბალიანი სიმძლავრის ქარის გამო, სტიქიის ზონაში რამდენიმე ავტომაგისტრალი გადაიკეტა, შეფერხებულია საზღვაო მიმოსვლაც.
ამის გამო კუნძლებზე მყოფი პირები მატერიკზე გადასვლას ვერ ახერხებენ. ატიკაში ძლიერი ქარის გამო გართულებულია ტყის მასივზე გაჩენილი ხანძრების ჩაქრობა, სადაც სტიქიას ერთდროულად რამდენიმე ადგილას ებრძვიან.