არჩევნები ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ვაშაძეს უყვარს რუსეთი და მისი განუყოფელი ნაწილია”

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ვაშაძეს უყვარს  რუსეთი და არის რუსეთის განუყოფელი ნაწილი.

„ჩვენ არ გვინდა, რომ „შავი პიარის“ ფონზე წარიმართოს საარჩევნო კამპანია, თორემ იმდენი ფრაზა არსებობს მაგალითად, გრიგოლ ვაშაძის იმასთან დაკავშირებით, რომ მას უყვარს რუსეთი და არის რუსეთის განუყოფელი ნაწილი, რომ ფაქტიურად ჩვენ რუსეთის განუყოფელ ნაწილს „ვირჩევთ“ საქართველოს პრეზიდენტად. უბრალოდ, ჩვენ ამაზე კამპანიის აგება არ გვინდა. როცა კაცი გამოდის და ამბობს, რომ მნიშვნელობა არ აქვს, მას რუსეთის პასპორტი ედება თუ არა ჯიბეში, მთავარია, რომ გულში მუდმივად რჩება რუსეთის სიყვარული და მას აქვს პრეტენზია იმ ქვეყნის პრეზიდენტობაზე, რომელსაც აქვს ასეთი დამოკიდებულება რუსეთთან, ეს არის უბრალოდ პარადოქსი. ამაზე ჩვენ არ ვსაუბრობთ, რადგან არ გვინდა დავემსგავსოთ მას. თქვენ გესმით სპეკულაციები და ბინძური კამპანია სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ. მოღალატე თავისი არსით არის ის, ვისაც გულში აქვს მტერი სახელმწიფოს სიყვარული და ეს არის ამ შემთხვევაში გრიგოლ ვაშაძე, უბრალოდ, ჩვენ ამაზე არ ვსაუბრობთ, რადგან გვინდა ცივილური, ევროპული საარჩევნო კამპანია წარიმართოს“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

იტვირთბა....