პოლიტიკური გაერთიანება “გირჩის” თავმჯდომარემ იაგო ხვიჩიამ, “მეტრონომთან” საუბრისას მასშტაბური სოციოლოგიური კვლევის შედეგები შეაფასა, რომელიც „რუსთავი2“-ის დაკვეთით , საერთაშორისო ორგანიზაცია „Edison Research”-მა ჩაატარა.
“ესაა ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების ისტერია, რომელიც მე ძალიან მახარებს. ადრე ისტერიები ჰქონდათ ხელისუფლების მიმართ და ამაში “რუსთვი 2” შემჩნეული იყო. 2016 წელს, “რუსთვი2”-ის კვლევის მიხედვით “ქართულ ოცნებასთან” “ნაციონალურ მოძრაობა” 1% აკლდებოდა გამარჯვებამდე, თუმცა საკონსტიტუციო უმრავლესობით წააგეს. როგორც წესი ეს წინასაარჩევნო ისტერიაა. ეს არის შეკვეთილი კვლევა. ამიტომ ეს ისტერია, საგრძნობია გირჩის მიმართ. ზუსტად ვიცი, რომ იმაზე მეტად ეშინიათ, ვიდრე ეს წარმომეგდინა. ამ კვლევან გვჩვენა ტენდენციები, თუ რა ხდება ჩევნს თავს. ხდება ის რომ მშვიდად არ არიან და ჩვენს სუნთქვას გრძნობენ.
მოსახლეობის 2% ჯაფარიძის მხარდამჭერი და “ვის არ მისცემდით ხმას” ამაშიც ვლიდერობთ, როგორც წესი “ვის არ მისცემდით ხმაში”, ვინც ლიდერობს ის რეალურად ხმებს აგროვებს. ზოგადად უარყოფითი რეიტინგიც აქვთ ყველაზე მაღალ რეიტინგის მქონე პარტიას. ჩვენ მხოლოდ ამ წყაროებიდან არ ვიგებთ, ჩვენს გარშემო არსებულ ინფორმაციას. რა კვლევებიც საქართელოში ქვეყყნდება ამას არასდროს შინაარსი არ გააჩნია, რადგან არ მართლდება” – განაცხადა იაგო ხვიჩიამ “მეტრონიმთან” საუბრისას.
როგორც ხვიჩიამ აღნიშნა საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ტური გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ კვლევის შედეგად კითხვაზე “დღეს რომ არჩევნები იყოს ვის მისცემდით ხმას” 2%-მა ზურაბ ჯაფარიძეს,22%-მა გრიგიოლ ვაშაძე, 18%-მა დავთ ბაქრაძე ხოლო 15%-მა სალომე ზურაბიშვილი უპასუხა. პასუხისგან თავი 25%-მა შეიკავა. ასევე კითხვაზე, თუ რომელ საპრეზიდენტო კანდიდატს არ მისცემთ ხმას არცერთ შემთხვევაში, “გირჩს” 29% ერგო.