თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, უკვე 6 000-ზე მეტი ადამიანი დარეგისტრირდა და მათ ტაქსის ლიცენზია მიიღეს.
ქალაქში გამოყოფილი იქნება სპეციალური საპარკინგე ადგილები და ლიცენზიის მქონე პირებს ექნებათ შესაძლებლობა, ამ ადგილებით უფასოდ ისარგებლონ“
ამის შესახებ კალაძემ “პირველ არხზე” განაცხადა.
მისი თქმით, ლიცენზირებულ პირებს უფლება ექნებათ, საკუთარ ავტომობილებზე სარეკლამო აბრები განათავსონ, მიღებული შემოსავლები კი მათი პირადი საკუთრება იქნება.
კახა კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ დედაქალაქის მერია მძღოლებს ტაქსის მანიშნებლებს პირველ ეტაპზე, ერთჯერადად, საჩუქრად გადასცემს, დაზიანების შემთხვევაში კი ისინი ვალდებული იქნებიან, მანათობელი თავად შეისყიდონ.
დედაქალაქში 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან თეთრი ფერის ტაქსები იმოძრავებენ.