გუშინ ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე პარლამენტთან დაკავებული გიორგი ფანჯავაძის მეუღლე მისი ქმრის დაკავებაში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ არჩილ თალაკვაძეს ადანაშაულებს.
როგორც მარიკა ფანჯავიძემ განცხადა, თალაკვაძე მის ქმარს პირადად ემუქრებოდა.
„ჩემი მეუღლე არის პოლიტიკური დევნილი და პატიმარი. მე მაქვს „ფეისბუქში“ არჩილ თალაკვაძის მიერ მიწერილი მუქარის წერილი. თალაკვაძე აღშფოთდა, როდესაც მის დანამატებზე გიორგიმ საჯაროდ ისაუბრა. თალაკვაძემ მას მისწერა ასეთი წერილი: „წაიტეხავ ცხვირს ასეთი საქმიანობისთვის“, – განაცხადა მარიკა ფანჯავაძემ.
ადვოკატ ლევან დავითაიას განცხადებით, დაკავებულების მხრიდან პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ადგილი არ ჰქონია.
„ამ დაკავებასთან დაკავშირებით გარკვეული ეჭვებიც არსებობს. გიორგი ფანჯავიძის განცხადებით, მის აქტივობასთან დაკავშირებით არჩილ თალაკვაძე იყო გაბრაზებული და არა ერთხელ დაემუქრა დაკავებით“ – აღნიშნა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, პარლამენტთან, ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდასაჭერ აქციაზე ორი პირი დააკავეს.